გაზარდეთ თქვენი მოსავლის პოტენციალი

მომგებიანი და მდგრადი მეურნეობისთვის

ბაღის გაშენების გაძლიერება

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტას ღია მინდვრებში ბაღების წარმატებული გაშენებისთვის. ჩვენი მისიაა ფერმერებს შევთავაზოთ მომგებიანი და მდგრადი გზა ბაღების გაშენებისთვის მაღალი შემოსავლის პოტენციალით. როგორც ჩვენს პარტნიორებს, თქვენ მიიღებთ დაფინანსებას, წვდომას ჩვენს ექსპერტთა გუნდთან და მიმართულებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული გაყიდვებისთვის.

აგროთელუსი გთავაზობთ მზა ბიზნეს გეგმებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი და შემუშავებული საუკეთესო შესაძლო შედეგების უზრუნველყოფისთვის. ჩვენს ექსპერტთა გუნდს აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ბაღების გაშენებაში იმისათვის, რომ გაუძღვეს და სრული მხარდაჭერა გაუწიოს ფერმერს მთელი პროცესის განმავლობაში. ჩვენ გთავაზობთ პარტნიორობას და დაფინანსებას სესხის სახით, რათა წარმატებისთვის ყველა საჭირო რესურსები უზრუნველყოფილი იყოს.

ფინანსური მხარდაჭერისა და პარტნიორობის შესაძლებლობის გარდა, აგროთელუსი უზრუნველყოფს სარწყავი სისტემით და სასუქებით. ჩვენ გთავაზობთ მორგებულ გადაწყვეტილებებს მაქსიმალური მოსავლიანობისთვის, წყლის მოხმარების ოპტიმიზაციით მოწინავე სარწყავი სისტემებით და ჩვენი პრემიუმ სასუქებით.შედეგად, თქვენ გაზრდით თქვენი ფერმის პროდუქტიულობას და მომგებიანობას ჩვენი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით და პერსონალიზებული სერვისით.

მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება

მიიღეთ მაქსიმუმი თითოეული მცენარისგან და მუდმივად შეინარჩუნეთ უმაღლესი ხარისხი

მაქსიმალური მოსავლიანობა

აითვისეთ ნაკვეთი სრულად და გაზარდეთ მოსავლიანობა თითეოულ მცენარეზე ნიადაგის იდეალური ტენიანობით.

მოიხმარს ნაკლებ წყალს

დაზოგეთ 65%-მდე წყალი, დარწმუნდით, რომ ის მიდის მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა.

შეამცირეთ სასუქის გამოყენება

დაზოგეთ საკვები ნივთიერებები და სხვა ქიმიკატები ეფექტური მოწყობილობის წყალობით.

დაავადების მინიმუმამდე შემცირება

გაზარდეთ მცენარის ჯანმრთელობა ოპტიმალური, თანმიმდევრული ნიადაგის ტენიანობით და საკვები ნივთიერებებით.

გამოიყენეთ ნაკლები ენერგია

მინიმუმამდე დაიყვანეთ საოპერაციო წნევა და დაკავშირებული ენერგიის მოხმარება.

დაიცავით თქვენი ნიადაგი

მოერიდეთ ეროზიას და შეინარჩუნეთ მარილიანობის დონე მიწის მდგრადი გამოყენებისთვის.

შრომის შემცირება

აირჩიეთ ნაწილობრივი ან სრულად ავტომატიზირებული სარწყავი და მიეცით საშუალება სისტემამ იმუშაოს თქვენთვის.

მიაღწიეთ წარმატებას

ჩვენი შემოთავაზება თქვენი ბაღისთვის

ჩვენთან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჩვენი კავშირები როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ ბაზრებზე, რომლებსაც სურთ შეიძინონ მაღალი ხარისხის ბაღის პროდუქტები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი მოსავლის გაზრდაზე, სანამ ჩვენ ვუზრუნველყოფთ მყიდველების მოძიებასა და ვაწარმოებთ ფასებზე მოლაპარაკებებს.

აგროთელუსი აძლევს საშუალებას როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ფერმერებს დაიწყონ ან გააფართოვონ თავიანთი აგრობიზნესი ჩვენი ფინანსური და ცოდნის რესურსების გამოყენებით და მიაღწიონ წარმატებას. დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი მრავალწლიანი ბაღების პროექტის შესახებ და გახდი ჩვენი პარტნიორი!

დაფინანსება

უზრუნველჰყავით თქვენი პროექტის ფინანსური მხარდაჭერა

დაგვიკავშირდით დღეს, რათა განვიხილოთ თქვენი პროექტი და დაიწყოთ მოგზაურობა თქვენთვის საჭირო დაფინანსების უზრუნველსაყოფად.