ნარჩენების გამოყენება სოფლის მეურნეობის წარმატებისთვის

პირველი ძვლის გადამამუშავებელი ქარხანა

ცხოველთა ძვლის ქარხანა და მისი გავლენა სოფლის მეურნეობაზე

„აგროთელუსის“ და კომპანია „ბოუნ მილის“ ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოში შეიქმნა პირველი ცხოველური ძვლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც პირველ რიგში მნიშვნელოვანია როგორც ნარჩენების შემცირების საშუალება თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გადამუშავებით მიღებული სასარგებლო ფქვილი, რომელიც სხვადასხვა დადებითი თვისების მატარებელია და ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

მოსავლის წარმოებაში, ძვლის ფქვილი ფასდება, როგორც ფოსფორითა და აზოტით მდიდარი პროდუქტი. ასეთი სასუქის გამოყენება ხელს უწყობს როგორც სახლის მცენარეებს ასევე ბაღებისა და ბოსტნის მცენარეების ზრდას და განვითარებას, ნაყოფის ადრეულ მომწიფებას და პროდუქტიულობის ზრდას.

მეცხოველეობაში ძვლები და ხორცი და ძვლის ფქვილი ცილის ყველაზე ღირებული წყაროა. მათ ურევენ საკვებს და შეჰყავთ ცხოველების რაციონში, რითაც ასტიმულირებენ წონის ჯანსაღ ინტენსიურ მატებას.